სალომე ზურაბიშვილი ქართულ ჯარს მიმართავს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თავდაცვის ძალებს გიორგობა მიულოცა და მათ წვლილზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა სახელმწიფოებრივი ამოცანაა და პრეზიდენტად არჩევის შემთევაში ის ამის გარანტი იქნება. კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია, გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში და შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის.