სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა - გამოხმაურებები

პოლიტიკური სპექტრისათვის კვლავ გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა საგარეო კურსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. ზურაბიშვილის ამ მოწოდებას თანხმობის ნაცვლად კითხვები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდანაც. ამასთან, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი რეფერენდუმი 26 ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნებია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად არის ჩართული და იმ საკითხზე სურს რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა შეაგროვონ ხელმოწერები, რათა ჩაინიშნოს რეფერენდუმი შეკითხვით: საით უნდა საქართველოს სვლა – ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხმების დაცვის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი.