„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ღონისძიება „კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში“ გამართა. ვასო გოძიაშვილის პარკში შეკრებილ საზოგადოებას გაერთიანების ლიდერები არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მათი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის კეთილდღეობა წყდება. ლიდერებმა შეკრებილებს საარჩევნო დაპირებებიც გააცნეს.