საკვირაო წირვა სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა

საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა.

ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ძველი სტილით ახალი წელი მიულოცა. მან ტაძარში შეკრებილებს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაც გადასცა.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღეს აღნიშნავს. მეუფე შიომ სწორედ ამ თარიღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.