ტრადიციული წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. „ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, გავუფრთხილდეთ ადამიანს“, – ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესობამ სიყვარულსა და ერთმანეთის თანადგომაზე ისაუბრა.