საკვირაო ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ასევე მოქალაქეებს დღევანდელი დღე, მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზეც ისაუბრა.