სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქის თქმით, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს მენელსაცხებლე დედების დღეს აღნიშნავს, პატრიარქმა ამ დღის მსვლელობაზეც ისაუბრა.