სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. ტაძარში შეკრებილ მრევლს მეუფემ ქადაგებითაც მიმართა. მიტროპოლიტმა ღვთის სიყვარულსა და სინანულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანმა საკუთარი ცოდვები მოინანიოს.