მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქმა თარიღის მნიშვნელობაზე და დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე ისაუბრა.
სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებთან ილია მეორემ გასული წელიც შეაფასა და განაცხადა, რომ 2018 მძიმე იყო, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსათვის.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.