სამების საკათედრო ტაძარში დღეს ტრადიციული საკვირაო წირვა ჩატარდა, რომელსაც არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მან მრევლს ქადაგებით მიმართა და მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
არქიმანდრიტმა განმარტა, რომ მარხვა ადამიანის სულსა და ხორცს განწმენდს და ის სწორედ იმგვარად ცხოვრობს, როგორი რწმენაც გააჩნია.