საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჩაატარა, რომელიც მრევლს წმინდა პანტელეიმონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. მისი თქმით, ლოცვაზე ძლიერი მკურნალობის არც ერთი მეთოდი არ არსებობს. სასულიერო პირმა ზიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზიარების საიდუმლო სულისა და ხორცის საკურნებელია.