საფლავთა კურთხევის დღე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

მორწმუნეები საფლავებზე გადიან, მიცვალებულებს უფლის აღდგომას ახარებენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ხალხმრავლობაა ძმათა სასაფლაოებზეც, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ. თბილისის სასაფლაოების მიმართულებით დილიდან ავტობუსები უფასოდ მოძრაობენ.