ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე სააღმზრდელო პროცესი დღეს ბაღებში ვერ განახლდა.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 188 დაწესებულების აღსაზრდელებს მათთვის ბაღებში გათვალისწინებულ საკვებ პროდუქტებს გადასცემენ. საკვები რაციონი, რომელიც 10 პროდუქტისგან შედგება, 50 ათას ბავშვზე განაწილდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე 102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.