თბილისის საკრებულოში ორგანიზაცია IRI-ის კვლევის ავტორებს შეხვდებიან.
საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებს ხვალ მათი კვლევის იმ ნაწილის დეტალურ მონაცემებს გააცნობენ, რომელიც თბილისს ეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.
დეპუტატებს კითხვები IRI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე აქვთ. ფრაქციის თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ავტორებისგან მოისმინონ პასუხები იმ ბუნდოვან საკითხებზე, რომელიც ორგანიზაციის ბოლო კვლევას ეხება.