დედაქალაქის მეტროში დაგეგმილ პროექტებს თბილისის საკრებულოში გამოეხმაურნენ. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მერიის შეთავაზება გაზრდის და უფრო კომფორტულს გახდის მგზავრთა გადაადგილებას. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში პრიორიტეტია პირველ რიგში ეკომეგობრული ტრანსპორტი, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო ავტოპარკი, შესაბამისად, მისივე თქმით, ყველა რეფორმაც ამ პრიორიტეტის მიხედვით არის დაგეგმილი.