ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ხვალ სხდომა ჩანიშნა. დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი ამ დრომდე უცნობია. საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში 20 ნოემბერს გაიმართა. თავმჯდომარედ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე, მოადგილედ, მისი თანაგუნდელი გიორგი გოგიჩაიშვილი და 5 კომისიის ხელმძღვანელი, დარბაზში დარჩენილმა 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აირჩია. ქართული ოცნების წევრები გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებენ.