თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იპოდრომის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების აშენებას აპროტესტებს. მათი შეფასებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო ნებართვის გაცემაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც რეკრეაციული სივრცის ნაცვლად, მასშტაბური მშენებლობის დაწყება იგეგმება. ოპონენტების განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობიდან უპასუხეს.
მათ ოპოზიციის ბრალდებებს პოლიტიკური სპეკულაციები უწოდეს და აღნიშნეს, რომ ტერიტორია, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, პარკის ტერიტორიის მიმდებარედ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და პარკის ტერიტორიასთან შემხებლობაში არაა. თავად იმ ტერიტორიას, სადაც განაშენიანება იგეგმება, 8 ჰა ფართობი უკავია. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ასევე 4 ჰა-ზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა.