მთავრობა ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა ამ პერიოდში სამსახურები დაკარგონ. გარდა ამისა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას დამატებითი შეზღუდვები გააცნეს, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებშია მიღებული. პრემიერის მრჩეველმა იმ აუცილებლად გასათვალისწინებელ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელიც საწარმოებში მომუშავე პერსონალმა უნდა გაითვლისწინოს. ეკონომიკის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ცხრა დასახელების სასურსათო საქონელზე ფასი არ გაიზრდება.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.