საქართველოში ეპიდვითარება ისევ უკიდურესად რთულდება. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ბოლო ორი თვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. დადასტურდა 5 206 ახალი შემთხვევა. კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა კვლავ იწურება. რთული ვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. მისი პოზიციაა, რომ ცალკეული ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. საბჭო საკითხზე მსჯელობას განაგრძობს. უკვე მზადაა ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების ტექნიკური საშუალებებიც. მათ შემოღებაზე საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მანამდე კი უწყებათაშორისი ჯგუფის წევრები აგრესიული საინფორმაციო კამპანიის დაწყებაზე შეთანხმდნენ.