საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება. სპეციალისტებმა ვაქცინაციის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი, აქცენტი გაკეთდა პრეპარატის შემოტანის პროცესში კომერციული სექტორის ჩართულობაზე.

მოამბე