კოვიდრეგულაციები მსუბუქდება. პირველი მარტიდან, სოციალური ღონისძიებების გამართვა ნებადართული იქნება. ასევე, უქმდება კოვიდსასტუმროები. გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
აღინიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემები ყოველდღიურად უმჯობესდება და მაჩვენებლების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.