საკონსულტაციო შეხვედრა

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის მესამე ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მხარეები მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს გაეცნენ და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, როგორებიცაა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა, ირიგაცია, რეგიონული განვითარება.