საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ

მიმდინარე სასესიო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაამტკიცებენ. უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ ამ პოსტზე ევა გოცირიძე წარადგინა. საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი თვლის, რომ ევა გოცირიძე მიუკერძოებელი და სამართლიანი მოსამართლე იქნება. ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ის სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა ევა გოცირიძის კანდიდატურა ჩააგდო. საკონსტიტუციო სასამართლოში ევა გოცირიძე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.