ევა გოცირიძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოში

11 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ევა გოცირიძის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის წევრად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. გოცირიძემ დეპუტატების მხარდაჭერა ფარული კენჭისყრის რეჟიმში მოიპოვა. კანონმდებლებმა მას კითხვებითაც მიმართეს, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი საქმიანობის პერიოდს, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ევა გოცირიძის კანდიდატურას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილება ეწურება.

დატოვე კომენტარი