საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ წრეებში

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დადგინდა, შეფასებების თემაა პოლიტიკურ წრეებში.

სალომე ზურაბიშვილის მისამართით მწვავე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში, სადაც პრეზიდენტს დღეს კონსტიტუციაზე დადებული ფიცი შეახსენეს და თანამდებობიდან გადადგომაც ურჩიეს. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებას პოლიტიკურ ფარსს უწოდებს. ახლა იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას არ აქვს. ვინ დაუჭერს მხარს პროცესში „ქართულ ოცნებას“ – ასეთი ჯერ-ჯერობით  მხოლოდ ერთი, ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტების“ პარტიაა. დანარჩენი ოპოზიცია კი კენჭისყრისას იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავს.