შეთანხმების გაფორმების და კრიზისის დაძლევის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომელიც სამი ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელების განხილვას იწყებს.
მოსარჩელეები ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და თამარ კორძაია არიან, რომლებიც პარლამენტის ორი თებერვლის დადგენილებას აპროტესტებენ. ამ დადგენილებით, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი ეთქვათ. კორძაია და ხოშტარია, როგორც დოკუმენტზე ხელის არმომწერები, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ, თუმცა მათ მსგავსად სარჩელი უკან არც ჯაფარიძეს გამოუწვევია, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს და შესაბამისად პარლამენტში შესვლასაც გეგმავს.
გიორგი კობერიძე დაინტერესდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მოსარჩელე დეპუტატების სარჩელს დააკმაყოფილებს და მათთვის მანდატების გაუქმებაზე პარლამენტის უარს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.