თამარ კორძაიას განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ წნორში მოხუცებს პირადობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების“ ოფისში წაიღეს. კოალიცია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საქმის გამოძიება. კორძაიას თქმით, გუშინ აჭარაში პარტიის წევრები უკანონოდ გააჩერეს და მათი კუთვნილი ავტომანქანები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რაც კოალიციის ლიდერის შეფასებით, უკანონო ქმედებაა და პარტიისთვის ხელის შეშლის მცდელობაა.