თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელი გაითხოვა. შუამდგომლობა დეპუტატმა პროცესზე დააყენა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ახლა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ითხოვენ იმ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა მათ მანდატი არ შეუჩერა. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას საქმეს განიხილავს, რომლებიც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
საკონსტიტუციო სარჩელი