„საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო. დავის საგანია ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
სასამართლომ გაიზიარა თავმჯდომარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკის უფლებამოსილებების განსაზღვრამ შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან გამოყენების სამართლებრივი პრობლემა წარმოშვას.