საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნას ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მარტში გამოაქვეყნებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნას ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. აღნიშნულ საკითხზე კომისია მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს. განცხადება ამის შესახებ ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტით მყოფმა წევრმა, ჯოზეფ მარია კასტელა ანდრიუმ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება, რომელიც ბონუს სისტემის გაუქმებასა და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას გულისხმობს.