ახალ საარჩევნო სისტემას იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს.
კომიტეტის 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით ოქტომბერში პარლამენტი პროპორციული სიით არჩეული 120 და 30 მაჟორიტარი დეპუტატით დაკომპლექტდება. ახლა მთელი ყურადღება კვირას დაგეგმილი რიგგარეშე სხდომისკენაა მიმართული. „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ პროექტს მათი 92 წევრის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. რაც შეეხება ცვლილებების მისაღებად საჭირო დანარჩენ 21 ხმას, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას „პატრიოტების“ და დამოუკიდებელი დეპუტატების იმედი აქვს.
თეონა მანაგაძე გვეტყვის, არსებობს თუ არა ორი დღით ადრე პროექტის ჩავარდნის რისკი.