რეზონანსული ინიციატივის გარშემო საერთო-სახალხო განხილვები იწყება.
ოპოზიციის მხრიდან იგნორირების და ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, მმართველი გუნდი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტს დღის წესრიგში ტოვებს. საყოველთაო განხილვების შემდეგ პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრობლემის მასშტაბურობა და მომავალი თაობების დაცვა – ამ ორი არგუმენტით ხსნის „ქართული ოცნება“ ინიციატივას, რომელიც ერთნაირ სქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალ პირებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე კეთდება. თემას წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს ოპოზიციისთვის, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ცალკეული აქტორების გარდა, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მხოლოდ ზედაპირული განცხადებებით იფარგლება.