შეცვლის თუ არა პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საუბარია მინიმალური ბარიერის ორიდან სამ პროცენტამდე გაზრდასა და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის არა შემდეგი, არამედ 2024 წლის არჩევნებიდან ამოქმედებაზე. არ არის გამორიცხული, პარლამენტს მეორე მოსმენაზე უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების რედაქტირებული პროექტი წარედგინოს.
ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებისთვის ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას უნდა დაუბრუნდეს.