სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება - შეფასებები

წინასაარჩევნო პერიოდში ფალსიფიცირებული ვიდეო-აუდიო მასალის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ გასაჯაროვდება რაიმე ინფორმაცია, ეს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება გაჟონილი. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საფრთხეები არსებობს და „ქართული ოცნება“ ყველა სცენარისთვის მზად არის.