ქართულ საგუნდო მუსიკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ მოისმენენ. სახელმწიფო საგუნდო კაპელა მასშტაბურ ფესტივალში პირველად მონაწილეობს. სხვადასხვა ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები 6 და 7 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტების ფარგლებში ლატვიაში აჟღერდება. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საგუნდო მუსიკასთან ერთად, მის ისტორიას უცხოელი აუდიტორია უფრო ახლოს გაეცნობა.