ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. პროექტის მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობისთვის ხელის ტრაქტორი ქუთაისში 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 88 მოქალაქეს.
პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების მიზნით სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-ზე მეტ მიგრანტს გადაეცემა.