სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა საზოგადოებას გააცნო სამკვირიანი კამპანიის მიზნები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმირებას ემსახურება.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ყვარლისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებშიც.