სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო, ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს.
მინისტრი მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა. მისი თქმით, ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება.