ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს. „საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან, დაიცვან გამოხატვისა და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.