რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – კლუბების, სტადიონების, სავაჭრო ცენტრების, სკოლების, საბავშვო ბაღების და საკონცერტო დარბაზების შემოწმება დაიწყო.
მონიტორინგის შედეგები და საფრთხისშემცველი ობიექტების სია უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. წინასწარ ცნობილია, რომ უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს ობიექტების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს.