სახალხო ზეიმი საჩხერეში - „საჩხერლობა 2024“

საჩხერემ ქალაქის დღესასწაული აღნიშნა – „საჩხერლობა 2024“ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებით იზეიმეს. გაიმართა სამოყვარულო-სპორტული თამაშები. თავისუფლების ქუჩაზე მოეწყო იმერული ღვინისა და ადგილობრივი სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა. დღესვე გაიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალი, სადაც კვლევითი ლაბორატორია და სტუდენტური საცხოვრებელი მოეწყო. დღესასწაული საზეიმო კონცერტითა და საპატიო საჩხერელების დაჯილდოებით დასრულდა.