თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე კი სახალხო ზეიმისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავად. საზეიმო კონცერტი გაიმართება. სახალხო ზეიმს შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.