თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

12:38, 10.12.2022

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. 25-მეტრიანი ნაძვის ხე ახალი ილუმინაციებით მოირთო. თბილისის მთავარ გამზირზე მოქალაქეები ბავშვებთან ერთად შეიკრიბნენ. პარლამენტის წინ გამართულ საზეიმო ცერემონიას ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით დედაქალაქის მერმა მიმართა. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

მსგავსი