სახალხო დამცველმა 2019 წელი შეაჯამა

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები – საკითხზე სახალხო დამცველმა ისაუბრა.

ნინო ლომჯარიამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი დაასახელა.

ომბუდსმენის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში ვერ შეძლო.

ლომჯარიას განცხადებით, წლის განმავლობაში ჩატარებული აქციების დროს, ხშირად იყო ძალის გადამეტება. განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.

ომბუდსმენმა განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა.