უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს პარლამენტს საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა“.
ანგარიშის ამ ნაწილზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. ოპოზიცია დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებში გამოსავალს ვერ ხედავს. უმრავლესობა კი ომბუდსმენის რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ დამატებით ცვლილებებს არ გამორიცხავს.