სახალხო დამცველის აპარატის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებას აკვირდება და პირველადი შეფასება, შესაძლოა, მომდევნო კვირას წარადგინოს. ომბუდსმენის განცხადებით, ისინი აკვირდებიან არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხიმგებლობის საკითხს, არამედ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული ბრძანებების კანონიერებას.

ოპოზიციონერი დეპუტატები მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს და მის გადადგომას კვლავ მთავარ მოთხოვნად აყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიტიკის ადრესატი გახდა დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებზე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მშვიდობიან მომიტინგეებს შტურმისკენ მოუწოდეს და ეს არა აქციის დაშლა, არამედ შტურმის მოგერიება იყო.