პარლამენტში ამომრჩეველთა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება არჩილ თალაკვაძემ გახსნა. ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება აღნიშნული სერვისებით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ისარგებლოს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი ელექტრონული გვერდის მეშვეობით მოქალაქეების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვა და ზედამხედველობა უფრო მარტივი გახდება.