უკრაინის მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებებია.
თანამდებობიდან წავიდა რამდენიმე მინისტრი. მათ შორისაა ქვეყნის პირველი დიპლომატი, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე- პრემიერ-მინისტრიც. საკადრო ცვლილებები უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების ფონზე დაიწყო. ბოლო მასშტაბური იერიში რუსეთმა ლვოვსა და პოლტავაზე მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს თავდაცვის საშუალებების მიწოდებას და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვას სთხოვს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში ისაუბრებს. ვიზიტი, სავარაუდოდ, სექტემბერში იგეგმება.