საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაახარვეზა
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის 10 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაახარვეზა.
რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე უნდა განხილულიყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) იყო დამტკიცებული. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ის საკითხი, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგში არ იყო ჩაწერილი.
საჯარო რეესტრმა ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძესა და გამგეობას ხარვეზის გამოსასწორებლად დრო მისცა.
მოამბე