ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

რატომ გაასხვისა საქართველოს რაგბის კავშირმა ვაკეში სტადიონისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი კერძო კომპანიაზე.

ფრაქციის, – „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის,“  თავმჯდომარე საკითხს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე შეეხო. ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ ნაკვეთი კომპანია „ანაგზე“ გასხვისდა და ადგილზე ახალ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვითარების გარკვევამდე კომპანიას პროექტის შეჩერების თხოვნით მიმართავს.

ბიძინა გეგიძემ ვაკის რაიონისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დატოვე კომენტარი